Sign In
ჩვენ ვერასდროს გაგიზიარებთ თქვენს ელფოსტას.
პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით ბმულს თქვენი პაროლის გადატვირთვისთვის.

შესვლა შესვლა
Levan Khotivari

Levan Khotivari

ბიოგრაფია

ლევან ხოტივარი (დ. 17 იანვარი, 1902, ქუთაისი, — გ. 13 დეკემბერი, 1980, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, სცენარისტი და კინორეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). სკკპ წევრი 1947 წლიდან. ლევან ხოტივარმა დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1921 წელს. 1923–1925 წლებში სწავლობდა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის მიერ ჩამოყალიბებულ კინომსახიობთა სტუდიაში; 1924 წლიდან იღებდნენ კინოში. გადაღებულია 10-ზე მეტ ფილმში. როლები: თედო ბიჭი („ხანუმა“, 1926), მურთაზ ვერსაძე („ახალგაზრდობა იმარჯვებს“, 1928), გელა („მზაღო და გელა“, 1933), თედო („ნარინჯის ველი“, 1937), არისტო („მეგობრობა“, 1940) და სხვა; მეორე რეჟისორად მუშაობდა ფილმებზე: „ჯურღაის ფარი“ (1944), „ჭირვეული მეზობლები“ (1945) და სხვა. ძირითადად იღებდა კინოკომედიებს. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „ჭრიჭინა“ (1954), „მე ვიტყვი სიმართლეს“ (1957), „განაჩენი“ (1959), „უდიპლომო სასიძო“ (1961), „ტარიელ გოლუა“ (1968), „მხიარული რომანი“ (1972), „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (1975, რ. ხოტივართან ერთად) და სხვა; ხოტივარის ახალი რედაქციით გამოვიდა ფილმები „ჟუჟუნას მზითევი“ (1965), „მამის მკვლელი“ (1980) და სხვა; დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

  • ცნობილია: Directing
  • დაბადების დღე: 1902-01-16
  • დაბადების ადგილი: Kutais, Kutaisi Governorate, Russian Empire [now Kutaisi, Republic of Georgia]
  • ასევე ცნობილია: